საქართველოს მრავალფეროვანმა ლანდშაფტებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბჭოთა ავტობუსის გაჩერებების არქიტექტურულ ფორმებსა და დიზაინზე. ეს მცირე ზომის ფუნქციონალური სივრცეები, შესრულებული განსხვავებულ გეომეტრიულ ფორმებსა და ტექსტურებში, საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება. ისინი იმ დროს მოღვაწე ქართველი არქიტექტორების თავისუფლ ხედვასა და ფანტაზიებს გამოხატავენ, დიზაინ ექსპერიმენტებს, რომელიც მცირე მასშტაბის გამო, თავისუფალი იყო საბჭოთა კავშირის შეზღუდვებისგან. გაჩერებები, ეს მცირე ზომის გზისპირა არქიტექტურა, საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ქართველი არქიტექტორების, დიზაინერებისა და მხატვრების ხედვისა და სტილის გამომხატველია და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მატერიალური მემკვიდრეობა, რაც ქართულ არქიტექტურას ამ დროიდან შემორჩა.