Images are copyrighted. You don’t have permission to download.

Close
არქივები
კატეგორიები
  • კატეგორიები არ არის

ნანუკა ზაალიშვილმა ავტობუსის საბჭოთა გაჩერებების გადაღება 2015 წელს დაიწყო და დღემდე ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. თავიდან ეს უფრო იყო ბავშვობის მოგზაურობების დროს მეხსიერებაში ჩარჩენილი  უცნაური ფორმების ფოტო დოკუმენტალიზაცია, თუმცა კვლევის პროცესში ბევრი საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა, რამაც ამ გაჩერებებს ახალი მნიშვნელობა შესძინა. წარმოდგენილი ფოტო პროექტი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ავტობუსის გაჩერებების კვლევის, მათი საინტერესო არქიტექტურისა და დღევანდელობაში ინტეგრაციის ფოტოებზე აღწერის  მცდელობაა.

საქართველოს მავალფეროვანმა ბუნებამ საბჭთა გაჩერებების არქიტეტურულ კომპოზიციებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ეს ერთგვარი „გზისპირა თავშესაფრები“ ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ავანგარდული ფორმებითა და ტექტურებითაა წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მათ მიღმა არსებულ ლანდშაფტებს მკაფიოდ უსვამს ხაზს.
აქამდე არარსებული ინფორმაციის გამო, ყველა მცდელობა ახალი ავტობუსის გაჩერებების ძიებისა ახალი თავგადასავალია, რომელიც ხშირად ახალი და უფრო განხვავებული გაჩერების მიგნების სრულდება. საქართველოს გზებზე ტყიან ლანდშაფტებს ალპური სტეპები ცვლიან, ბეტონის ბრუტალურ სტრუქტურებს ფერად მოზაიკიანი გაჩერებები მოსდევს. მათი მოულოდნელი ფორმები გარემოზე ზედმიწევნით ორგანულადაა მორგებული და შესამჩნევ ესთეტიურ კონტრასტს ქმნის, რაც შემგომ ფოტოების განსაკუთრებულ ხასიათს განსაზღვრავს.

გაჩერებები, ეს მცირე ზომის გზისპირა არქიტექტურა, საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ქართველი არქიტექტორების, დიზაინერებისა და მხატვრების ხედვისა და სტილის გამომხატველია და ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მატერიალური მემკვიდრეობა, რაც ქართულ არქიტექტურას ამ დროიდან შემორჩა. დღეს ზოგი გაჩერება ისეა შემონახული, რომ მხოლოდ მცირედი რესტავრირება სჭირდება, ზოგი კი მალე სამუდამოდ გაქრება. მნიშნველოვანია მათი თავიდან გადააზრება და თანამედროვეობაში ინტეგრაცია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათი საოცარი ფორმები და კომპოზიციების მრავალფეროვნება ახალი ინსპირაციების წყაროა.

ნანაუკა ზაალიშვილი – (1988) არქიტექტურის მაგისტრი. არქიტექტურული სახელოსნო ‘იდააფ არქიტექტორები’(2016) და ინტერნეტ გამოცემა ‘იდააფი’-ს (2013) დამფუძნებელი. სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსისა და ვორკშოფის მონაწილე და გამარჯვებული. მათ შორის კონკურსი ‘Man Town Human’ (ლონდონი. 2014) და ვორკშოფები Zaha Hadid Architects, Arup Associates, Amin Taha Architects, ჟურნალი Architectural Review’; ეასა – ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა – შერჩეული მონაწილე. (ჰელსინკი,ფინეთი. 2012) ვორკშოფის „EASA PARK” თანაავტორი და ხელმძღვანელი. (ველიკო ტარნოვო, ბულგარეთი. 2014) ფოტო კონკურსი „ქოლგა“ – შერჩეული ფოტო პროექტი. გამოფენის მხარდამჭერი გალერეა არტ ბითი. (2018) Tbilisi Art Fair – შერჩეული მონაწილე. (2018 და 2019) არტ რეზიდენცია ‘Farm Cultural Park’ – მიწვეული არტისტი. (2019) გამოფენა „პროცესი“. (2019) და სხვა.