Images are copyrighted. You don’t have permission to download.

Close
არქივები
კატეგორიები
  • კატეგორიები არ არის
წიგნში  „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“, წარმოდგენილი ავტორის მიერ 2015-2018 წლის განმავლობაში მოგროვებული ასზე მეტი გაჩერების ფოტო საქართველოს გარშემო და აღწერილია მათი არქიტექტურული ღირებულება.

„საქართველოს გზებზე ბეტონის ბრუტალურ სტრუქტურებს ფერად მოზაიკიანი გაჩერებები ცვლიან, ტყიან ლანდშაფტებს ალპური სტეპები მოსდევს და ეს უცნაური ფორმის გზისპირა თავშესაფრები არსებულ გარემოზე ზედმიწევნით ორგანულადაა  მორგებული. საბჭოთა გაჩერებების დიზაინი გარკვეული ესთეტიკური მოსაზრებებით იქმნებოდა და გამოხატავდა იმ ადგილისთვის დამახასიათებელ სოციალისტურ თემებს, სადაც ისინი იდგმებოდა. ძირითადად, აქ იყო კოლმეურნეობა, ბედნიერი ადამიანები, მზიანი მინდვრები, ხორბლის ყანები, უხვი მოსავალი და ა.შ…“

წიგნში ასევე გამოქვეყნებულია არქიტექტურის მკვლევარ და ჰარვარდის PHD სტუდენტის ანჯელა უილერის ესსე: „გადახვევა ჩვეულებრივისგან – საბჭოთა გაჩერებების არქიტექტურული მემკვიდრეობა“.

“საბჭოთა სატრანსპორტო ხელისუფლება ამ მოკრძალებულ საჯარო სტრუქტურებს უნივერსალური დიზაინით ამუშავებდა – მარტივი, პრაქტიკული და ადვილად ასაწყობი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ავტობუსის გაჩერება მართლაც ასეთი კონსტრუქციებისგან მზადდებოდა, მცირე ზომისა და კომუნალური შეზღუდვებისგან თავისუფლების გამო, ისინი შემოქმედებითი გამოსავლის მაძიებელი საბჭოთა დიზაინერებისთვის იდეალურ “მიკრო პროექტებად” გადაიქცა სახსრების სიმწირის პირობებში. შედეგად პროექტები, რომელთა უმეტესობა დიზაინზე აშკარა შეზღუდვების გარეშე აშენდა, ადგილობრივი არქიტექტორებისთვის გარისკვის შესაძლებლობა გახდა.“